მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღარ შეიძლება საქართველოსთვის მეორე უარის თქმა, ეს იქნება ანტისიგნალი რუსეთისთვის - ზურაბიშვილი ევროკავშირის სტატუსზე

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვ პირველთან“ ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ, რადგან ქართველი ხალხი მეორე უარს ვერ გაიგებს. 

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობაზე მეორე უარი იქნება სიგნალი რუსეთის ხელისუფლებისთვის. 

აღარ შეიძლება დღეს საქართველოსთვის მეორე უარის თქმა სტრატეგიულად, გეოპოლიტიკურად. რადგან იზოლაციაში გადასროლა არ შეიძლება. საქართველო არის რეგიონში, კავკასიაში, რომელიც ყველასთვის ძალიან საჭიროა სტაბილურობისთვის და არა მეორე ფრონტისთვის. ჩვენი სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთი უარის თქმამ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს შიდა სტაბილურობაზე. ამიტომაც ყველას ინტერესია, რომ შავი ზღვა, კავკასია, ჩვენ ვიყოთ იმ სივრცეში, რაც არის ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა. ჩვენმა ხალხმა აჩვენა, თუ საითკენ მიდის და სად არის ქვეყანა და ესეც უნდა იყოს აღიარებული. ეს იქნება ანტისიგნალი რუსეთისთვის. არ შეიძლება რუსეთს გაუჩინო რაიმე განცდა, რომ საქართველო აღარ არის მჭიდროდ დაკავშირებული ევროპასთან და ამერიკასთან“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „შეწერილი გაქვთ, ბიჭებო“ - გუბაზ სანიკიძე „ოცნებას“

👉 არანაირი სტატუსი არ იქნება, სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში - ზურაბ ჯაფარიძე

👉 ტერორისტული თავდასხმა პოლიტიკურ მოღვაწეზე - ნათელაშვილი სანიკიძესა და „ოცნების“ წევრებს შორის დაპირისპირებაზე

👉 🎥 „ოცნების“ დეპუტატები გუბაზ სანიკიძეს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

👉 „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება