მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტერორისტული თავდასხმა პოლიტიკურ მოღვაწეზე - ნათელაშვილი სანიკიძესა და „ოცნების“ წევრებს შორის დაპირისპირებაზე

ნათელაშვილი ხელისუფლებაში ყოფნას ორი ვადით აპირებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და ოპოზიციონერი დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება. 

„ის რაც მოხდა დღეს ბატონ გუბაზ სანიკიძის მიმართ საქართველოს პარლამენტში, რომელიც პარლამენტის გარდა ყველაფერია, წარმოადგენს ტერორისტულ თავდასხმას პოლიტიკურ მოღვაწეზე, რასაც პირადად წარმართავდა სამარცხვინო პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რის გამოც მანდატი უნდა შეუწყდეს და პასუხისგებაში მიეცნენ ყველა ამ დანაშაულის მონაწილენი დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად ასე მოხდება.

ღუდუშაური, მათიკაშვილი, ხაბარელი და მსგავსნი მათნი როგორ გააგრძელებენ საქართველოში ცხოვრებას მაინტერესებს. არანაკლებ მაინტერესებს სად იყო ე.წ პარლამენტში შესული ოპოზიცია და განსაკუთრებით „ნაცმოძრაობა“ ამ პროცესში? რატომ დატოვეს მარტო მათი თანამებრძოლი გამხეცებული კრიმინალების პირისპირ“, - წერს შალვა ნათელაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 🎥 „ოცნების“ დეპუტატები გუბაზ სანიკიძეს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

👉 რუსეთის აგენტებმა მომწამლეს - სააკაშვილი

👉 საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ ეს განზრახვა არის დასამარებული - კოლომინა „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონზე

👉 ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს