მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახლა დეზერტირი რუსები გვინდა? - ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი

„ოკუპანტი რუსი გვყავს, ტურისტი რუსი გვყავს, ახლა დეზერტირი რუსები გვინდა? მგონი, რუსეთის მოქალაქეები საქართველოს მოსახლეობის 10%-ს გადასცდა“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა  „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, რუსებს არ ადარდებთ, რომ უკრაინაში ბავშვები იხოცებიან. 

„ბოლო დროს, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, რაღაცნაირი ბეჩავები ვართ, ყველაფერში ბეჩავები ვართ. ვის ვუშვებთ, სად ვუშვებთ? ოკუპანტი რუსი გვყავს, ტურისტი რუსი გვყავს, ახლა დეზერტირი რუსები გვინდა? მგონი, რუსეთის მოქალაქეები საქართველოს მოსახლეობის 10%-ს გადასცდა.

ამათ რა დაძრავს და დააბრუნებს თავის ქვეყანაში. წავიდნენ და დაიხოცონ თავისი პუტინისთვის. ხომ უკრავდნენ ტაშს 2008 წელს, ხომ იყვნენ ბედნიერები, რუსეთმა ტერიტორიები რომ წაგვართვა, ყირიმი რომ წაართვა უკრაინას, ახლაც 6 თვეა ტაშს უკრავენ, სპეცოპერაციაო გაიძახიან და არ ადარდებთ, ბავშვები რომ იხოცებიან უკრაინაში, წავიდნენ და დაიხოცონ თვითონაც. ნატამალი სენტიმენტი არ მაქვს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „რუსები აპირებენ საზღვრის გადაკეტვას მამაკაცებისთვის“ - ზურაბ ბატიაშვილი

🔴 საქართველო-რუსეთის საზღვარზე შეიარაღებული რუსი სამხედროები გამოჩნდნენ

🔴 „ემზადებიან დიდი მსხვერპლისთვის, გვამები ათიათასობით დაუბრუნდებათ უკან“ - ბატიაშვილი რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციაზე

🔴 რუსეთის ფედერალური სამსახური ადასტურებს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტთან მძიმე ტექნიკა განათავსა

🔴 „ოკუპაციის რეჟიმში ვართ, ოკუპაცია „ოპელ ვექტრათი“ მოხდება თუ T-72-ით, რა მნიშვნელობა აქვს?!“ - გია ხუხაშვილი