მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ემზადებიან დიდი მსხვერპლისთვის, გვამები ათიათასობით დაუბრუნდებათ უკან“ - ბატიაშვილი რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციაზე

რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი

„მობილიზაციის წინააღმდეგ ყველაზე სერიოზული პროტესტი დაღესტანში იყო, თუმცა დაღესტანი რევოლუციას ვერ მოახდენს და პუტინს ვერ ჩამოაგდებს“, - ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

ზურაბ ბატიაშვილის თქმით, დაღესტანში ყველაზე კარგად იციან რა მოჰყვება რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციას.

ამასთან, ბატიაშვილი ამბობს, რომ ახლა არის დიდი ალბათობა იმისა, რომ პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რათა მას სხვა ძალა აღარ ეყოლება.

მისი თქმით, რუსეთი ახალ ცოცხალ ძალას საზარბაზნე ხორცად გზავნის, ისინი მალევე დაიღუპებიან ბრძოლის ველზე, რათა მათ გამოცდილება არ აქვთ. 

„მობილიზაციის წინააღმდეგ ყველაზე სერიოზული პროტესტი დაღესტანში იყო, თუმცა დაღესტანი რევოლუციას ვერ მოახდენს და პუტინს ვერ ჩამოაგდებს. დიდ რუსულ ქალაქებში ამ მობილიზაციის აზრს უფრო მეტად მიხვდებიან მაშინ, როდესაც გვამები ათიათასობით დაუბრუნდებათ უკან. ჯერჯერობით ისინი ვერ ათვიცნობიერებენ რა ხდება მათ თავს.

ჯერჯერობით, ამ ომში ვინც დაიღუპა, იყო უმეტეს შემთხვევაში გაჭირვებული ფენა. დაღესტანში ყველაზე კარგად იციან რა მოჰყვება ამ მობილიზაციას. მათ დაინახეს ომის საშინელებები საკუთარი თვალით. ეს ჯერ კიდევ არ უნახავს მოსკოვის და პეტერბურგის მოსახლეობას, მაგრამ ისინი მალე დაინახავენ, როცა ახლად მობილიზებული ხალხის დიდი ნაწილი აღმოჩნდება ფრონტის ხაზზე და იქიდან წამოვა ცნობები მათი გარდაცვალების შესახებ. ყველა მიჰყავთ ვისაც დაიჭერენ. ემზადებიან დიდი მსხვერპლისთვის. გამოუცდელი ეს ცოცხალი მასა ჩავა, როგორც საზარბაზნე ხორცი და მალევე დაიღუპება. 

ახლა არის იმის ალბათობაც, რომ პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამის ალბათობა დადგება მას შემდეგ, როდესაც გაიწურება ეს რეზერვი, აღარ ეყოლება მას ცოცხალი ძალა და დაინახავს, რომ ყველაფრის მცდელობისა მან წააგო ეს ომი“, - აცხადებს „რონდელის ფონდის“ მკვლევარი.

ცნობისთვის, უკრაინის კონტრშეტევის წარმატების ფონზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 

🔴 საქართველო-რუსეთის საზღვარზე შეიარაღებული რუსი სამხედროები გამოჩნდნენ

🔴 [გამოკითხვა] - უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში რუსი დეზერტირები?

🔴 რუსეთის ფედერალური სამსახური ადასტურებს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტთან მძიმე ტექნიკა განათავსა

🔴 „რუსები აპირებენ საზღვრის გადაკეტვას მამაკაცებისთვის“ - ზურაბ ბატიაშვილი

🔴 დაღესტანში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ წინააღმდეგ ქუჩებში გამოსულ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს - აქციის 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს