მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ალტერნატიული პროცესი სწორი არ არის, მაგრამ ვაშაძის ჭკუაზე რომ გაივლი, ასე მოხდება“ - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ევრორეკომენდაციების შესასრულებლად „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ მიერ შექმნილ ალტერნატიულ პროცესზე საუბრობს. მისი თქმით, ის ამ პროცესშიც და „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფშიც მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ალტერნატიული პროცესის შექმნა სწორი არ არის.

„იქაც თუ შემიშვებენ, თანახმა ვარ, მათ შეხვედრებზეც შევიდე და დავაკვირდე, რას შვრებიან. „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებშიც დავდივარ. თქვენ ამბავი რომ მოგიყვეთ, ორივეგან რა ხდება, უნდა ვიცოდე. იმ შეხვედრებზე ხან გვიწვევენ, ხან ჩვენ გარეშე ატარებენ: თუ პარლამენტში მათ შეხვედრას ვნახულობ, შევდივარ ხოლმე, მაგრამ სადღაც-სადღაც ოფისებში დადიან.

პარლამენტში ყველა ოთახში მაქვს შესვლის უფლება. ალტერნატიული პროცესი სწორი არ არის, მაგრამ ვაშაძის ჭკუაზე რომ გაივლი, ასე მოხდება. ესეც დიდი კომპლიმენტი იქნებოდა, ამის თქმა, ასეც არ არის საქმე. უბრალოდ, ხომ არის ხოლმე, ადამიანები ერთად რომ დაეხეტებიან ხელი-ხელ გადახვეულები და ასე დადიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „თურმე კითხვა არ დავსვათ, რადგან ელჩია, ეს არის მიუღებელი“ - ირაკლი ზარქუა კელი დეგნანზე

👉 „ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვედრილი მდიდარი ნაძირალაა, უკრაინელი ხალხი თავის ადგილს მიუჩენს არახამიას და მისნაირებს“ - ირაკლი ზარქუა

👉 „ლეიბორისტულ პარტიას“ ხალხის გულებიდან ვერანაირი აკრძალვა ვერ წაშლის - შალვა ნათელაშვილი პარტიის აკრძალვაზე

👉 „ახლა ტექნიკური რაღაც პარლამენტი შექმნეს, არ ვიცი, სპიკერი ვინ ჰყავთ, ალბათ, ჭიჭე ვაშაძე, რადგან იქაჩება“ - ირაკლი ზარქუა

👉 „ვიღაცამ საქმე ხომ უნდა აკეთოს ამ ქვეყანაში, ეს დღეს ჩვენ ვართ“ - გიორგი ვაშაძე