მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიღაცამ საქმე ხომ უნდა აკეთოს ამ ქვეყანაში, ეს დღეს ჩვენ ვართ“ - გიორგი ვაშაძე

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ფუქსავატობს, საქმეს კი ოპოზიცია აკეთებს. მისი თქმით, სექტემბრისთვის მზად ექნებათ ყველა კანონი, ხოლო მმართველ პარტიას არაფერი ექნება გაკეთებული.

„სამოქალაქო სექტორი, აკადემიური წრეები, დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ექსპერტები, ყველასთან ერთად ვმუშაობთ და მართლაც ჩვენი დევიზია – საქმე ლაპარაკის ნაცვლად. მათგან განსხვავებით, რომლებმაც შექმნეს ფეიკ პროცესი, არაფრის გაკეთებას არ აპირებენ და ახლა გაიჭედნენ. სექტემბრისთვის ჩვენ ყველა კანონი დაწერილი გვექნება, მათ კი გაკეთებული არაფერი ექნებათ. დღევანდელი ფორუმიც ძალიან ნათელი მაგალითია „ქართული იცნების“ დამოკიდებულების. როგორ უცხადებენ ისინი ბოიკოტს კონსტიტუციას, კანონებს და აბსოლუტურად ყველა პროცედურას, კონსტიტუციას არღვევენ და შალვა პაპუაშვილს ჯერ ბოდიში უნდა მოეხადა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის გამო, რომ რიგგარეშე სესია არ მოიწვია. ამიტომ პაპუაშვილს მადლობა ამ შეფასებისთვის, რადგან სწორ გზაზე ვდგავართ. ვიღაცამ საქმე ხომ უნდა აკეთოს ამ ქვეყანაში, ეს დღეს ჩვენ ვართ. როგორც ჩანს, შიში ოხერია, პაპუაშვილს ძალიან ეშინია. საქმეს ჩვენ ვაკეთებთ და მათი ფუქსავატობა საბოლოო ჯამში გამომჟღავნდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. კონსტიტუციით შემიძლია, აქციაც გავმართოთ, პროტესტიც გავმართო, ყველაფერი გავაკეთო და ვინ შემიზღუდა? ვინ ოხერია შალვა პაპუაშვილი, რომ მე შემიზღუდოს რამე ქმედება, რა უფლება აქვს. კონსტიტუციას ჩვენ ყოველთვის ვიცავთ. ისინი კი არღვევენ კონსტიტუციას და ამბობენ, რომ ჩვენ ვართ კონსტიტუციაო“, – განაცხადა ვაშაძემ.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტის დელეგაციამ მოიწონა საქართველოს პარლამენტის 12 პუნქტიანი სამუშაო გეგმა და „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ მოუწოდა, ჩართულიყვნენ პარლამენტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში.

„ამის საპირისპიროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „პუტინთან დასავლეთის მიდგომა არ არის ის, რაც პოლიტიკოსებს შეეფერებათ“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

👉 „როდესაც ამერიკელებმა გაიგეს, რომ აფრიკის ქვეყნებში სერგეი ლავროვის ტურნე იწყებოდა, დაიწყეს სირბილი დიპლომატიურ დონეზე და ეხვეწებოდნენ, არ გადაეღოთ ფოტო ლავროვთან“ - მარია ხაზაროვა