მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამ თაობამ არ იცის თუ რას ნიშნავს უნივერსიტეტში ქრთამით მოწყობა, ყველა სკოლაში შევიყვანეთ ამერიკელი მასწავლებელი და დავავიწყეთ რუსული - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში

„ამ თაობამ არ იცის თუ რას ნიშნავს უნივერსიტეტში ქრთამით მოწყობა, ყველა სკოლაში შევიყვანეთ ამერიკელი მასწავლებელი და დავავიწყეთ რუსული“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

„ამ თაობამ არ იცის თუ რას ნიშნავს უნივერსიტეტში ქრთამით მოწყობა. მათ უკვე პირველ კლასში ყველას დავურიგეთ კომპიუტერები და თითქმის ყველა სკოლაში შევიყვანეთ ამერიკელი მასწავლებელი და დავავიწყეთ რუსული.

სკოლებში მანდატურებმა შეიტანეს უსაფრთხოება. მოკლედ გატარდა თანასწორობის გარემოს შექმნის პოლიტიკა.
ამავე თაობამ ნახა ხელისუფლების არჩევნებით ცვლილება. ამ დღეებში ამ ყველაფრის მონაპოვარი მიიღო საქართველომ.

გარდა ამისა ამ ყველაფერში გამოვლინდა მთავარი რამ, ჩვენი გენეტიკური კოდი თავისუფლების მოყვარეობის.
მინდა ვთქვა რომ ბელორუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს. მართლა საამაყოები ხართ!
P.S. მიხარია რომ ნიკუშა და ალისაც იყვნენ ყველა მიტინგზე - ალისამ მიტინგი, როგორც ზეიმი ისე აღიქვა“, - აცხადებს სააკაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉  მესამე მსოფლიო ომთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ - ორბანი

👉 „საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით პროვოკაციების რისკი არსებობს“ - პესკოვი

👉 2008 წლის აგვისტოს გამეორების შემთხვევაში, ლოლიაობის გარეშე, პირდაპირ თბილისს დაარტყამენ - სიმონიანი

👉 უკრაინაში ომის მიუხედავად ჩინეთი და რუსეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აგრძელებენ - CNN