მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით პროვოკაციების რისკი არსებობს“ - პესკოვი

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსკოვი მეზობელ ქვეყანაში არსებულ ვითარებას თვალს ყურადღებით ადევნებს. 

👉 2008 წლის აგვისტოს გამეორების შემთხვევაში, ლოლიაობის გარეშე, პირდაპირ თბილისს დაარტყამენ - სიმონიანი

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველომ  აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით „პროვოკაციები მოაწყოს“.

„საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით პროვოკაციების რისკი არსებობს.

ამავდროულად, ვხედავთ, რომ ვიღაცის ხელით, ისევ უხილავი ხელის თქმა არ შეიძლება, ჩანს, ვხედავთ,  საქართველოს პრეზიდენტი ხალხს მიმართავს ამერიკიდან, რომლის ხილული ხელი გულმოდგინედ ცდილობს, საქართველოში კიდევ ერთხელ გააღვივოს ანტირუსული ელემენტები.

ჩვენ მიმდინარე მოვლენებს ძალიან დიდი ყურადღებითა და შეშფოთებით ვაკვირდებით“, - განაცხადა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ „საქართველოში მომხდარი მოვლენები კიევის მაიდანს მოგვაგონებს“ - ლავროვი

✔️ აშშ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს - არძინბა

✔️ თბილისში საპროტესტო აქციების გამო ბჟანიამ სპეცსამსახურებს გაძლიერებულ რეჟიზმე გადასვლა დაავალა

✔️ არ ვფიქრობ, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა, განსაკუთრებით კი სამხედრო კონფლიქტში, მაგრამ კონფლიქტში შევა, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის პარტია - სავიკ შუსტერი