მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ადამიანი, რომელიც ამ ჯანმრთელობის მდგომარეობის ქვეშაა, არ ფიქრობდეს და ვერ ფიქრობდეს პოლიტიკაზე“ - ნიკა მელია სააკაშვილზე

ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ფიქრობდეს პოლიტიკაზე, რადგან მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

„ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ადამიანი, რომელიც ამ ჯანმრთელობის მდგომარეობის ქვეშ არის, არ ფიქრობდეს და ვერ ფიქრობდეს პოლიტიკაზე; ეს არ არის გასაკვირი. გასაკვირი ის უფრო არის, თუ ჩვენ გვიკვირს, რატომ შეიძლება მის ადვოკატებს, მას პირადად სურდეთ საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა. ამიტომ, თავიდან ბოლომდე მივესალმები, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას, რისთვისაც ყველაფერი კეთდება მისი ადვოკატების მხრიდან. სხვა საკითხია, ეს ვერაგი ხელისუფლება, რომელმაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ კონდიციამდე მიიყვანა, არის მზად, რომ გამოიჩინოს ჰუმანურობა?“ - განაცხადა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „მისი სიცოცხლე საფრთხეშია და ამიტომ მას არ ეპოლიტიკება“ - ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილზე

👉 ნებისმიერი ტაქტიკა, რომელმაც შეიძლება მოიტანოს სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა, ჩემთვის მისაღებია - ბაჩო დოლიძე

👉 „შალვა ხაჭაპურიძის სააკაშვილის ადვოკატად აყვანას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - „ქართულ ოცნებასთან“ რამენაირად ურთიერთობა დაალაგოს“ - აკაკი ბობოხიძე

👉 „საოცარი სიყვარული გადმოიფრქვა, მომსდევდნენ სიმინდის ტაროებით გამყიდველები, მომსდევდნენ ლუდის რკინის ქილებით“ - შალვა ნათელაშვილი

👉 „ბავშვობის წლების შემდეგ არ მქონია ფუფუნება, რომ მის გვერდით ვმჯდარიყავი ერთი საათით და მელაპარაკა, თითქოს ისევ პატარაა, როცა ავად იყო და მე წიგნს ვუკითხავდი“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე