მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ასეთ წუმპეში კისრამდე ჩაფლული იდგეს „სიამოვნებით“, როგორც ჩერგოლეიშვილი დგას, სულ რამდენიმე ადამიანს ვხედავ“ - თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი, თამარ ჩერგოლეიშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი „ტაბულას“ დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „მიშიზმი - ვენერიული დაავადებაა“.

ჩარკვიანის თქმით, ჩერგოლეიშვილმა ამით ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა.

„ეს უკვე ჩერგოლეიშვილის არაცნობიერის ფობიური შიშია, ამჯერად ვენერიული დაავადებისადმი, რომელიც სიღრმეებში - მისთვის პრობლემურ ღრმა არაცნობიერთან მიდის (ის უკვე მხოლოდ თავად ეცოდინება ალბათ).
ასე ხალხს შეურაცხყოფას აყენებდეს და ასეთ წუმპეში - ტალახში კისრამდე ჩაფლული იდგეს ნებაყოფლობით -„სიამოვნებით“, როგორც ეს ჩერგოლეიშვილი დგას, სულ რამდენიმე ადამიანს ვხედავ და ბევრს არა! მიხარია, რომ ცოტანი არიან!

P.S . ამას - ამ ქალის არაცნობიერს ბებიაჩემი (პროფ. თამარ ფხაკაძე) უფრო კარგად ახსნიდა, ძლიერი ექიმი-ვენეროლოგი და ამავდროულად ფსიქოლოგი იყო“, - წერს თაკო ჩარკვიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ლუკაშენკო არის ტერორისტი, პუტინის მარიონეტი, მის მიერ აფხაზეთის აღიარება ბევრს არ ნიშნავს“ - ვიოლა ფონ კრამონი

👉 „ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელია, ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელორუს ხალხს“ - სვეტლანა ტიხანოვსკაია

👉 „კრემლი ისე მოქმედებს, როგორც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში მოქმედებდა“ - ჟოზეფ ბორელი

👉 ლიმანთან რუსული ჯარები შესაძლოა, გარდაუვალი კოლაფსის წინაშე აღმოჩნდნენ - ISW

👉 „იმედი მაქვს, ეტაპობრივად მივალთ აღიარებამდეც“ - ასლან ბჟანია ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტზე