მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრის შავისგან გარჩევას, შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ისეთ შედეგს, როგორიც საზოგადოებას უნდა

ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა

ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. 

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. „ქართულმა ოცნებამ“ საშუალება მისცა საზოგადოებას გააკეთოს თავისუფალი არჩევანი. 

13 წელიწადია, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და ჩვენ, ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებას საზოგადოებასთან ერთად მივაღწიეთ, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც შეიძლება ხაზი გავუსვათ გახლავთ ის, რომ როგორც „ქართული ოცნების“ წევრებმა, ისე საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული ანალიზის განვითარება.

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრის შავისგან გარჩევას, შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ისეთ შედეგს, როგორიც საზოგადოებას უნდა.

სამოქალაქო საზოგადოება ვითარდება, არჩევნებში სწორ პოზიციას აფიქსირებს, ამიტომ ჩვენ გვაქვს ყველა მიმართულებით წარმატება, როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან.

იმედი მაქვს, რომ საზოგადოება დღესაც იქნება აქტიური, მობილიზებული მივა საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევანს გააკეთებს“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა.