მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩემთვის ისეთივე მძიმე იქნება მერაბიშვილის გავლენების ნახვა, როგორც ეს „ქართული ოცნებაა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრზე, ვანო მერაბიშვილზე საუბრობს.

მისი თქმით, მერაბიშვილი უცხოელ პარტნიორებთან ამბობდა, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო.

„მე ვამბობ, რომ ჩემთვის ისეთივე მძიმე იქნება ვანო მერაბიშვილის რამე გავლენების ნახვა, როგორც დღეს „ქართული ოცნებაა“, ჩემთვის ამ რანგშია“, - ამბობს ჟორჟოლიანი.

კითხვაზე, რატომ აღარ მოსწონს მერაბიშვილი ახლა, ჟორჟოლიანი პასუხობს:

„ჩვენ არ მოგვწონს იმიტომ, რომ თქვენზე მეტი ვიცით. არ გეგონოთ, რომ ვანოზე ახლა ვარ ამ განწყობით, ყოველთვის ამ განწყობით ვიყავი, მთელ რიგ პრობლემებს გვიქმნიდა ცხოვრებაში“, - დასძინა ჟორჟოლიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 გერმანიის ნებართვა „ლეოპარდის“ გადაცემაზე მეორეხარისხოვანია, კიევს ტანკებს მაინც მივაწვდით - მატეუშ მორავეცკი

👉 🎥 „დადიან ადამიანები და მაყენებენ შეურაცხყოფას მთავრობის დავალებით, მე ამაზე არ ვღელავ“ - ლევან ბერძენიშვილი

👉 „არ მგონია, ჩვენ რაღაც უგემური და უხარისხო მოგვქონდეს, ჭამს იმას, რაც შეუძლია“ - გიული ალასანია ნინო ნადირაძეს პასუხობს

👉 რუსეთში, ვალდაიში უკვე დამონტაჟდა საჰაერო თავდაცვა - ის დაიცავს პუტინის რეზიდენციას უკრაინის შესაძლო თავდასხმისგან - მედია

👉 „ყველა ჩვენს 155 მმ-იან ჰაუბიცას უკრაინას გადავცემთ“ - ესტონეთის ელჩი