მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება, როგორც რუსეთის ნაწილი, ოსი ხალხის უძველესი ოცნებაა - ალან გაგლოევი

ალან გაგლოევი

ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება არ შეიძლება ცალმხრივად იქნეს მიღებული. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რუსეთის მხარდაჭერა, რომ ის მზად არის, აიღოს ეს პასუხისმგებლობა.

გაგლოევი დარწმუნებულია, რომ „სამხრეთ ოსეთის“ ხალხი მხარს დაუჭერს რეფერენდუმს რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ.

„ჩრდილოეთ ოსეთთან რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანება ოსი ხალხის უძველესი ოცნებაა. მაგრამ ვშიშობ, გასული რვა წლის განმავლობაში ამ საბედისწერო თემაზე განმეორებითმა სპეკულაციამ შესაძლოა, იდეის დისკრედიტაცია მოახდინოს. ამიტომ, ყოველი ნაბიჯი გულდასმით უნდა იყოს განხილული“, - განაცხადა გაგლოევმა.

ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 აპრილს გაიმართება. პირველი ტურის შედეგებით გაგლოევმა მოქმედ პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს 3,5%-ით გაუსწრო.