მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დამიკავშირდა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

„დამიკავშირდა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი და მთხოვა, მადლობა გადამეცა რუსთაველზე შეკრებილი ხალხისთვის“, - წერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

სააკაშვილი უკრაინელ მაღალჩინოსანთან საუბრის დეტალებზე წერს.

მისი თქმით საუბრის მთავარი თემა უკრაინელი ხალხის მადლობა იყო, იმ თვალანთებული ადამიანების მიმართ, ვინც უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა.

„დამიკავშირდა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი და მთხოვა, მადლობა გადამეცა რუსთაველზე შეკრებილი ხალხისთვის. მე ამდენი თვალებანთებული ახალგაზრდის ნახვის შემდეგ არასდროს ვყოფილვარ ასე ამაყი.
​​​​​​​"ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება".
ე.ი. სწორ დროს ჩამოვედი აქ.
ასევე ერმაკმა მთხოვა, მადლობა გადამეცა მოხალისეებისთვის, ვინც მიდის უკრაინაში. მათ იქ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი მოუთმენლად ელიან“, - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

აღნიშნული მოქმედებების გამო რუსეთს დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირისა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა რიგი სანქციები დაუწესეს, რაც რუსული ეკონომიკისთვის სერიოზული ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად.

იხილეთ აგრეთვე:

📎 ზელენსკის ქმედებებს უკრაინელთა 90%-ზე მეტი უჭერს მხარს - გამოკითხვის შედეგები ცნობილია

📎 „მე ნამდვილად არ მჯერა ამ შეხვედრის შედეგის, მაგრამ დაე, სცადონ“ - ზელენსკი

📎 ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს ხელფასის სახით თვეში 100 000 გრივნას გადაუხდის

📎 აშშ გამოეხმაურა პუტინის გადაწყვეტილებას ატომური იარაღის მომზადების შესახებ

📎 რუსეთმა წამმზომი ჩართო - უკრაინას გადაწყვეტილების მისაღებად ვადა, ადგილობრივი დროით, 15:00 საათამდე აქვს

📎 „თქვენი ტერიტორიიდან ჩვენ შვილებს კლავენ“ - ზელენსკი ბელარუსს მიმართავს