მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით კეზერაშვილთან ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ - ელენე ხოშტარია

დროას ლიდერი

პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარია განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის პარტნიორია და პარტნიორობას მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. 

„კიევიდან კიდევ უფრო მძაფრად ჩანს რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ოპოზიციას. იმპერიას ვებრძვით და ამ დროს მარტივ კითხვაზე რას შვრება ოპოზიცია მარტივი პასუხია საჭირო. ვის აინტერესებს „რაზბორკები“.

დავით კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ. ასევე ვიპარტნიორებ იმასთან ვინც ბიძინას წინააღმდეგ იქნება. არც კეზერაშვილი არც სხვა არ იქნება ოლიგარქი, რადგან არავის ჭკუაზე არ ვივლი და ჩემი ფასეულობებით გადავწყვიტავ.

6 თვეა დავით კეზერაშვილის და მისი ცოლის დაფინანსებით ვინახავთ უკრაინელებს. მოკლედ საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ“, - აცხადებს ელენე ხოშტარია. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 დავით კეზერაშვილის ცოლი ნიკა მელიაზე: ყველაფერი მოიტყუა, რაღაცნაირი საცოდაობა იყო

🔴 შენს სიტყვას ფასი რომ არ აქვს, არაერთხელ დაგიდასტურებია შენი უნიჭო საჯარო განცხადებებით თუ პირადი კომუნიკაციებით, როგორ იკადრე ის, რაც იკადრე - მარიკა დათუკიშვილი მელიას

🔴 „პარტიაში ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია“ - მელია (ვიდეო)