მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ფუჭი ძალისხმევაა, უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა - ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ფუჭი ძალისხმევაა.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ამ კანონის მიღებით არაფერი არ შეიცვლება. 

მისი თქმით, ის, რომ ვინმე ჩრდილიდან არ მართავდეს პოლიტიკას, სამართლიანი სასამართლოს არსებობაა აუცილებელი.

„ფუჭი ძალისხმევაა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება. უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა და მიდი გადმოტანა არაფერს არ შეცვლის. ლოგიკას იმაში, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის სხვა პრეცედენტი არ გვაქვს და ერთადერთი უკრაინულია, ის გადმოვიტანოთ ვხედავ.

მაგრამ, ეს არაფერს ცვლის გარდა იმისა, რომ რამდენიმე მდიდარი ადამიანის ოლიგარქად აღიარება მოხდება და ალბათ, პირველ რიგში, ოპოზიციას რომ აფინანსებენ, იმ მდიდრების, მეტი არაფერი შეიცვლება. ეს კი იმით დამთავრდება, რომ კეზერაშვილს და კიდევ რამდენიმეს აუკრძალავენ პარტიების და მედიის დაფინანსებას.

ჩვენ თუ მართლმსაჯულების სისტემა გვექნება ნორმალური, სპეციალური კანონების მიღება ამაზე არ დაგვჭირდება, ავტომატურად გამოირიცხება ის, რომ ვინმე ჩრდილიდან მართავდეს პოლიტიკას“, - აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ წევრი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ბიძინა ივანიშვილი მართლაც რომ გმირია“ - ფრიდონ ინჯია

✔️ „რუსეთს როცა გაუსწორდება, წამოგარტყამს თავში და გააკეთებს იმას, რაც უნდა“ - ზურაბ ჯაფარიძე

✔️ „ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი