მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია „გირჩის“ წევრი

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით პატარა გაუგებრობაა. ეს საკითხი ისეთი გაგებით, როგორც უკრაინას ეხებოდა, არ გვეხება, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინული კანონმდებლობით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ გამოდის. 

„საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც ერთპიროვნულად შეუძლია მმართველი პოლიტიკური ძალის მართვა. მაგრამ ის არანაირი ოლიგარქი არ არის. იმ გაგებით, რა გაგებითაც უკრაინული კანონმდებლობაა წარმოდგენილი, ბიძინა ივანიშვილს ის საერთოდ არ ეხება. თუ მართლა გვინდა, რომ პოლიტიკური პრობლემა გადავწყვიტოთ და ევროპელებსაც არ ჰქონდეთ არანაირი კითხვა ამასთან დაკავშირებით, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს“, - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ბიძინა ივანიშვილი მართლაც რომ გმირია“ - ფრიდონ ინჯია

✔️ „რუსეთს როცა გაუსწორდება, წამოგარტყამს თავში და გააკეთებს იმას, რაც უნდა“ - ზურაბ ჯაფარიძე

✔️ ცივილიზებულ მსოფლიოში არ იჭერენ პრეზიდენტებს, ასე არ ათრევენ ციხე-ციხე - შალვა ნათელაშვილი