მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„დღეიდან მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას ვაცხადებთ“ - ნიკა მელია

პოლიტიკოსი ნიკა მელია

„მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება. 

„მივესალმები და დიდ პატივს ვცემ იმ პროცესს, რომელიც ქალბატონმა ზურაბიშვილმა წამოიწყო და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ იოტისოდენა შანსი არსებობს თანხმობის, ამ პროცესში პოზიტიური წვლილი შევიტანოთ. 

იმიტომ რომ ძმათა მკვლელი ომი და დაპირისპირება არავის აწყობს, გარდა რეჟიმისა. რეჟიმმა საკუთარ პოლიტიკად აქცია ერის ორად გახლეჩა. თუ ვინმეს ინტერესში შედის პოლარიზაცია და დაპირისპირება საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმი და მისი წარმომადგენლობა. 

მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს კონსტიტუციური უფლება და არაძალადობრივი მეთოდი. ამ მძიმე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეიძლება ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის მისაცემად, ვერავის ვერ დავავალდებულებ, რომ ეს მძიმე ნაბიჯი გადადგას, მაგრამ აქვე დავსძენ, რაც უფრო მასობრივი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი უფრო მალე იქნება პოზიტიური“, - განაცხადა მელიამ. 

ინფორმაციისთვის, რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე: 

🔴 „ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება“ - სააკაშვილის მიმართვა აქციაზე

🔴 „მიშა ამ ასაკში ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილი იყო “ - თაკო ჩარკვიანი