მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დროა, ინდივიდუალური სანქციები დავაწესოთ და არა სანქციები საქართველოს წინააღმდეგ“ - კრამერი

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დეივიდ კრამერი აცხადებს, რომ აშშ-მა ცალკეული ქართველების წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები უნდა დააწესოს. 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას მოსკოვთან აახლოებს, რაც უფსკრულისკენ წაყვანის ტოლფასია. 

„ვფიქრობ, ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი, რომელსაც საქართველოში ვხედავთ, არის, რომ ქართველი ხალხი რჩება ნატოს, ევროკავშირისა და აშშ-ის მომხრე, პრობლემა ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ქვეყანას კულისებიდან მართავს. ასე რომ, არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ ვფიქრობ, დროა, მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციები დავაწესოთ და არა სანქციები ქვეყნის წინააღმდეგ. მკაფიო მინდა ვიყო, სანქციები არა საქართველოსა და ქართველების წინააღმდეგ, არამედ ცალკეული ქართველების წინააღმდეგ, რომლებსაც ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავთ. ჩვენ გვინდა, წარმატებული საქართველო ვიხილოთ, მაგრამ მთავრობა და ხელისუფლებაში მყოფი პარტია საქართველოს მოსკოვთან აახლოებს, შეერთებულ შტატებს კი თავს ესხმის“, - განაცხადა კრამერმა „ტვ პირველთან“ საუბრისას. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 თურქმა სამხედროებმა სირიასა და ერაყში 20-ზე მეტი ქურთი მოკლეს

🔴 რუსეთი ფარული მობილიზაციის ახალ ტალღას ამზადებს - უკრაინის გენშტაბი