მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„განსხვავებული აზრის დევნასთან გვაქვს საქმე“ - ხუხაშვილი ლევან ბერძენიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე

პოლიტოლოგი

პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტი გია ხუხაშვილი ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს გამოეხმაურა და ამაზრზენი უწოდა. 

👉 ფაქტობრივად მკვდარი პოლიტიკის გაცოცხლების მცდელობაა - ხუხაშვილი 3 ოპოზიციური პარტიის დაანონსებულ აქციაზე

 

ხუხაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ ადამიანის შეზღუდვა საკუთარი აზრის გამოთქმაში არ შეიძლება, ის რაც ბერძენიშვილთან დაკავშირებით ხდება, საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტელექტუალურ დეგრადაციაზე მეტყველებს. 

„ეს, რა თქმა უნდა, ამაზრზენია. საქმე გვაქვს განსხვავებული აზრის დევნასთან. თანამედროვე საქართველოში ყველაზე დიდი მონაპოვარი არის აზრთა მრავალფეროვნება. აზრის გამო აი, ასე დევნა, მით უმეტეს, ხელისუფლებასთან აფილირებული რგოლებიდან, გულის ამრევია და მეტი არაფერი. 

ადამიანმა გამოთქვა თავისი აზრი და შეიძლება მიუღებელია... მეც ბევრი რამ არ მომწონს, რასაც ლევან ბერძენიშვილი ამბობს. ის რომ ერეკლე მეორის კრიტიკულად შეხება არ შეიძლება, ეს არის ძალიან არასწორი გაგება. 

იდეალური არავინაა, მათ შორის ალბათ არც ერეკლე მეფე იყო იდეალური, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა. გაფეტიშება და ხელშეუხებლობის აგრესიული მოთხოვნა, ისტორიის შეფასების დროს, ეს არის ისეთი ფსკერი, რომ ... რა გითხრათ. 

საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტელექტუალურ დეგრადაციაზე მეტყველებს, გარდა იმისა იმისა, რომ ადამიანის შეზღუდვა არ შეიძლება საკუთარი აზრის გამოთქმაში. 

მოუსმინონ რა, რაღაცას შეიძლება არასწორად ამბობს, ეკამათონ. შეიძლება ეკამათო და შენ შენი სიმართლე დაამტკიცო. ეს არის ფორმა. ძალიან ხშირად ისეთები იცავენ ერეკლე მეფეს, რომლებსაც არც მის მოღვაწეობაზე წარმოდგენა არ აქვთ და არც ტრაქტატი აქვთ წაკითხული, წარმოდგენა არ აქვთ არაფერზე მაგრამ მაინც გამოდიან და ყვირიან“, - აცხადებს გია ხუხაშვილი. 

 POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ბერძენიშვილს არაკაცი უწოდა

ცნობისთვის, 2022 წლის მაისში ფილოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეფის მოღალატედ გამოცხადება მოითხოვა. 

ამავე თემაზე: 

👉 „დადიან ადამიანები და მაყენებენ შეურაცხყოფას მთავრობის დავალებით, მე ამაზე არ ვღელავ“ - ლევან ბერძენიშვილი

👉 „ბერძენიშვილს არაფერი დაჰკლებია ამით, იმ უზრდელმა გოგომ გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე და „ოცნებამ“ დეგრადაციის ღრმა ტენდენცია“ - ელისაშვილი