მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაქტობრივად, მკვდარი პოლიტიკის გაცოცხლების მცდელობაა - ხუხაშვილი 3 ოპოზიციური პარტიის დაანონსებულ აქციაზე

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში

სამი ოპოზიციური პარტიის -  „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ მიერ დაანონსებულ „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის“ დაწყებას, ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან  ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი გამოეხმაურა. 

👉 „განსხვავებული აზრის დევნასთან გვაქვს საქმე“ - ხუხაშვილი ლევან ბერძენიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე

ხუხაშვილის შეფასებით, ის რაც სამმა ოპოზიციურმა პარტიამ დააანონსა, მკვდარი პოლიტიკის გაცოცხლების მცდელობაა.

„ეს არის ჩვეულებრივი მცდელობები, რომ ფაქტობრივად მკვდარი პოლიტიკა გააცოცხლონ. სავსებით ცხადია, რომ ქვეყანაში ვითარება არაორდინარულია. რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტივობა საჭიროა, მაგრამ პარტიებისადმი ხალხის ნდობა კითხვის ნიშნებს ტოვებს. 

მათ დაძახებულზე ვინ გამოვა, ეს არის საკითხავი. პირველ რიგში, რაც ამ პარტიებმა უნდა გააკეთონ, ეს არის ის, რომ ხალხის ნდობა უნდა მოიპოვონ. ამისთვის ჯერ თავად უნდა მივიდნენ ხალხთან და შემდეგ უნდა დაუძახონ ქუჩაში. ხალხი თუ არ გენდობა, შენს დაძახებულზე რატომ გამოვა? ხომ ასეა? წინასწარი სამუშაოს ჩატარება არ უნდათ, პირდაპირ დაძახება უნდათ. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, სამი ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ სამოქალაქო „ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას“ იწყებს.

მოძრაობას აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან.

ამავე თემაზე: 

✔️ „ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას“ - ჯაფარიძემ, ვაშაძემ და ხოშტარიამ 24 თებერვალს აქცია დააანონსეს