მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გვჭირდება, მოგვანიჭონ სტატუსი, თუ საჭირო იქნება, მთავრობის ნების წინააღმდეგაც - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

„ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მათ შორის, თუკი საჭირო იქნება მთავრობის ნების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, გზა მიდის ევროპისკენ და საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა ევროპელი პარტნიორებისგან.

„რუსეთი არასდროს არის შორს, მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%, იგი ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში, ბოლო 2 ნახევარი საუკუნეა გამუდმებით გვიტევს და აგრესიას იჩენს ჩვენდამი, ასე რომ, მას მუდმივად აქვს ცდუნება, რომ თავისი ნება თავს მოგვახვიოს. შეიძლება ეს ცდუნება ძლიერდება, რადგან აგებენ ომს უკრაინაში და სურთ, წარმატებას სადმე სხვაგან მიაღწიონ. მაგრამ მე არ მგონია, რომ უნდა ვცდილობდეთ იმის განჭვრეტას, თუ რა სურს ან არ სურს რუსეთს, რადგან რუსეთი ახლა სუსტდება.

მთელი ევროპა, აშშ ხედავს იმას, რაც ჩვენ მანამდეც ვიცოდით, თუ როგორია რუსეთის ნამდვილი ბუნება.  ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებთან ერთად, უნდა გავაძლიეროთ, დავაჩქაროთ ჩვენი გზა ევროკავშირისკენ, ეს არის ერთადერთი პასუხი იმის მიუხედავად, თუ რა შეიძლება უნდოდეს რუსეთს.

ათწლეულების განმავლობაში რუსეთის სურვილების გამოცნობას კი არ ვცდილობდით, არამედ ვაგრძელებდით სიარულს ჩვენს გზაზე და ეს გზა მიდის ევროპისკენ, აი აქ გვჭირდება მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან.

ისინი გვჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ეს იქნება სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის, თუ საჭირო იქნება, მთავრობის ნების წინააღმდეგ“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, სადაც ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობდა,  სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ დამონტაჟებული ჯებირების მოხსნას და პარლამენტის ეზოში შესვლას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა მათ წყლის ჭავლი მიუშვირეს. ასევე, გაუშვეს ცრემლსადენი გაზი.

ბოლო 2 დღეში [7-8 მარტი] აქციაზე ჯამში 133 ადამიანია დაკავებული

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 აქციაზე შეკრებილებმა პოლიციელებს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“, ქვები და ხის ძელები ესროლეს, არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა მოთხოვნებს, დაშავდა 10-მდე თანამშრომელი - შსს

👉 ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, აღმოფხვრას ნაპრალი მოსახლეობასთან და აჩვენოს, რომ არ არის არადეკლარირებული რუსული ძალა - ზურაბიშვილი

👉 პარლამენტის წინა ტერიტორია სპეცდანიშნულების რაზმებმა დაიკავეს

👉 მხარდაჭერა მათ, ვინც სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობებს აპროტესტებს - რასმუსენი

👉 რამდენიმე მომიტინგე სპეცრაზმის პროვოცირებას ცდილობს, პარლამენტში შევარდნა არაფრის მომცემია - კახა გოგოლაშვილი