მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მხარდაჭერა მათ, ვინც სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობებს აპროტესტებს - რასმუსენი

ანდერს ფოგ რასმუსენი

„უზარმაზარი გამბედაობაა, უნდა ვიყოთ მათ გვერდით, ვინც თავისუფლებასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული მომავლისთვის იბრძვის“, - ამის შესახებ ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი „ტვიტერზე“ წერს, სადაც თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„უზარმაზარი გამბედაობა. ჩემი სრული მხარდაჭერა ყველას, ვინც საქართველოში მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობებს აპროტესტებს. ჩვენ უნდა ვიყოთ მათ გვერდით, ვინც თავისუფლებასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული მომავლისთვის იბრძვის“, - წერს ანდერს ფოგ რასმუსენი.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, სადაც ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობდა,  სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ დამონტაჟებული ჯებირების მოხსნას და პარლამენტის ეზოში შესვლას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა მათ წყლის ჭავლი მიუშვირეს. ასევე, გაუშვეს ცრემლსადენი გაზი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 აქციაზე შეკრებილებმა პოლიციელებს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“, ქვები და ხის ძელები ესროლეს, არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა მოთხოვნებს, დაშავდა 10-მდე თანამშრომელი - შსს

👉 ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, აღმოფხვრას ნაპრალი მოსახლეობასთან და აჩვენოს, რომ არ არის არადეკლარირებული რუსული ძალა - ზურაბიშვილი

👉 პარლამენტის წინა ტერიტორია სპეცდანიშნულების რაზმებმა დაიკავეს

👉  სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო

👉 რამდენიმე მომიტინგე სპეცრაზმის პროვოცირებას ცდილობს, პარლამენტში შევარდნა არაფრის მომცემია - კახა გოგოლაშვილი