მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცივილიზებულ მსოფლიოში არ იჭერენ პრეზიდენტებს, ასე არ ათრევენ ციხე-ციხე - შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი

„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობამ მოგვჭრა თავი, როგორც სახელმწიფოს“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. 

მისივე განცხადებით, ექსპრეზიდენტებს არ ექცევიან ისე, როგორც საქართველოში მესამე პრეზიდენტს.

მისი თქმით, ცივილიზებულ  მსოფლიოში პრეზიდენტებს ასე არ ექცევიან.

„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობამ მოგვჭრა თავი, როგორც სახელმწიფოს. პირდაპირ გეტყვით, ჩემი და სააკაშვილის დამოკიდებულება არ არის მაინცდამაინც ჰარმონიული. უამრავი პრეზიდენტია, იგივე ჟაკ შირაკი, მისჯილი იყო რომ გარდაიცვალა. სარკოზი, მისჯილი აქვს. არ იჭერენ პრეზიდენტებს ასე, არ ათრევენ ციხე-ციხე, მიუსჯიან რაღაცას თუ მართლა დანაშაული აქვს ჩადენილი  და შინაპატიმრობით, სამაჯურის წესით იხდის.

ეს იცის ცივილიზებულმა მსოფლიომ და როცა მსოფლიო ხედავს, რომ შენ ასე ექცევი მასმედიას, ასე ექცევი ყოფილ პრეზიდენტს და ასე გაქვს თავზე ხელი აღებული და  მხოლოდ პუტინის დავალებებში ხარ ოპერატიული, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უკვე ქართულ სახელმწიფოს პატივს არავინ აღარ სცემს.

ჩვენ უნდა აღვადგინოთ პატივისცემა ქართული სახელმწიფოებრიობის, ქართველი ხალხის მიმართ. ოლიგარქს ელოდება წინ კარგ შემთხვევაში ქართული სასამართლო და მაქსიმალურ შემთხვევაში, ვიბრძოლებ ამისთვის, „ლეიბორისტული“ პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ საერთაშორისო ტრიბუნალმა გაასამართლოს მის მიერ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებისთვის“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ნიკა გვარამია არის სუპერ პოლიტიკური პატიმარი“ - შალვა ნათელაშვილი

✔️ „საექსპერტო დასკვნა იქნება საკმაოდ მძიმე“ - მარიამ ჯიშკარიანი

✔️ „ადამიანი ხელიდან გვეცლება, უნდა გატარდეს რაღაც ღონისძიებები, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს“ - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

✔️ „კარგავს წონას, არის სუსტად, უჭირს სიარული, ურჩევნია წოლა, ძალიან ცოტა დრო გვაქვს“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

✔️ კუნთები გალეული აქვს, ამიტომ უჭირს ნაბიჯის გადადგმა - გიული ალასანია სააკაშვილზე