მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კარგია, რომ მოხდა უცხოური აგენტების კანონპროექტის გაწვევა, ეს იყო ერთადერთი მართებული გზა - ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტიდან ე.წ. აგენტების კანონპროექტის გაწვევა ერთადერთი მართებული გზა იყო. როგორც ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიესალმება იმას, რომ ხელისუფლებამ კრიტიკის პასუხად, კანონპროექტი გაიწვია.

„მე, როგორც პოლიტიკოსი ვიტყვი, რომ ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე, როდესაც მიიღებ კრიტიკას და ასევე შეასრულებ ამ კრიტიკულ შენიშვნებს. რა თქმა უნდა, იყო კრიტიკა უცხოური აგენტების კანონპროექტზე.  კარგია, რომ მოხდა გაწვევა. ეს არის ჩემთვის ერთადერთი მართებული გზა, ამიტომ, უდიდესი პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას. ეს არის კრიტიკა საკუთარი საზოგადოებიდან, ასევე გარკვეული მითითებები გარედან. ეს არ არის, სისუსტე, ეს არის გაძლიერების ხელშეწყობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი უსვამს ხაზს, თუ რამდენად დიდია საქართველოს მოსახლეობის სურვილი ევროკავშირში შესვლისა.

„აგენტების“ კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების განხორციელება, რომ საქართველომ ევროკავშირში შესვლა შეძლოს“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა. 

შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

ამავე თემაზე:

👉 „განურჩევლად იმისა, ვინ არის, მართლმსაჯულების წინაშე ყველა უნდა წარდგეს“ - ბერბოკი სააკაშვილის, გვარამიას და კეზერაშვილის საქმეებზე დასმულ კითხვაზე

👉 „გვინდა, საქართველო ევროკავშირში ვიხილოთ, ქართველები მას გაამდიდრებენ, ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე“ - ბერბოკი

👉 პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება - საქაერონავიგაცია თბილისში ანალენა ბერბოკის თვითმფრინავის დაჯდომასთან დაკავშირებით