ჩვენ ვაკვირდებით, რომ, ფაქტობრივად, ყოველდღე ხორციელდება კარგად გათვლილი, დაგეგმილი პროვოკაცია გარედან დაფინანსებული აქტივისტების მხრიდან, რომლებიც გამოირჩევიან აგრესიით და ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრობით, - განაცხადა თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას.
მან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ძალადობისგან.
„ისინი აწყობენ პროვოკაციას, გივარდებიან სახლში ლანძღვა-გინებით. მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველა ჩვენ მომხრეს, ყველა მხარდამჭერს, რომ თავი შევიკავოთ ძალადობისგან, ვინაიდან ეს მათივე წისქვილზე ასხამს წყალს. იმასაც უნდა გავუსვა ხაზი, რომ ძალიან რთულია ამდენი ადამიანის მოთოკვა უშუალოდ შტაბშიც“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.~
ინფორმაციისთვის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.