მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა, სახელების ძახილი, უკიდურესად დიდი ქაჯობაა - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ექსმინისტრი

საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრი, „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი მმართველი გუნდის თავმჯდომარესა და „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. 

როგორც სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელმა აღნიშნა, ის, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თავხედია და თავს ვერ აკონტროლებს, მისი პრობლემაა და არა ქვეყნის. 

„მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა, სახელების ძახილი და სხვა (აქ არ შევდივარ იმის გარჩევაში რა არის მართალი და რა ტყუილი მამის შესახებ) უკიდურესად დიდი ქაჯობა, უკულტურობა და უზარმაზარი მანკიერებაა ჩვენი საზოგადოების.

სიმართლე გითხრათ ეს რომ ჩვენში ჩვეულებრივ ამბად იქცა და დიდად არავის აწუხებს უფრო ფუნდამენტური და სიღრმისეული ტრაგედია მგონია ვიდრე მმართველი პარტიის თავმჯდომარის უზრდელობა.

ის რომ უზრდელი და თავხედია და თავს ვერ აკონტროლებს მისი პირადი პრობლემაა, ქვეყნის ტრაგედია არ არის.

ქვეყნის ტრაგედია ბიძინაა რომელიც მას და ბევრს ისე ათამაშებს და სახეს აკარგვინებს როგორც იმ კონკრეტულ მომენტში დასჭირდება საკუთარი სარგებლისთვის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
მაგრამ ქვეყანაში უმრავლესობას საერთოდ არაფრად რომ მიაჩნია ეს მამაშენი „კაგებეშნიკი“ იყო გაუთავებელი ძახილი, ბულინგი და დანამუსება ამას არ ვიცი რა ეშველება.

კობახიძე ხვალ აღარ იქნება პარტიის თავმჯდომარე და მისი პარტიაც აღარ იქნება და ისიც არავის გაახსენდება, თქვენ კი ასევე გააგრძელებთ ამ ამბავს როგორც მიშას დროს, როგორც ბიძინას დროს, სწორედ მათ ტრენდზე იქნებით და არაფერი შეიცვლება. მთავარი მუდამ გვერდზე დარჩება და მეასე ხარისხოვანს შევალევთ დროს და ენერგიას“, - აცხადებს თინა ხიდაშელი. 

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა და ჰკითხა, არის თუ არა ირაკლი კობახიძის მამა „კაგებეს“ აგენტი, რაზედაც ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „კაგებეს“ აგენტი მამაშენია“:

„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, „ნაცმოძრაობის“ გულისთვის დაკარგე სახე“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს.

ამავე თემაზე: 

🔴 მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არასწორია, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ - ზურაბ ჯაფარიძე

🔴 კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირზე დუჟი მოადგა - ირაკლი კობახიძე „მთავარის“ ჟურნალისტზე