მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, თუმცა მაქვს შინაგანი რწმენა, რომ სააკაშვილს ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული - იაგო ხვიჩია

პოლიტიკოსი

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ამ ქვეყანაში ვცხოვრობდი სააკაშვილის მმართველობის დროს და მაქვს შინაგანი რწმენა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა  იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

ხვიჩიას თქმით, 2013 წელს მესამე პრეზიდენტს, რომ პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა, ახლა ციხეში არ იქნებოდა. 

ოპოზიციონერ დეპუტატს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია არაკანონიერ პატიმრად მიაჩნია. 

„მივიჩნევ, რომ პოლიტპატიმარი არის ადამიანი, რომელიც ციხეში არ მოხვდებოდა თუ მას არ ექნებოდა პოლიტიკური პოზიცია, მიუხედავად იმისა, მას ჩადენილი აქვს თუ არა დანაშაული. ამ ფორმულის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და არაერთხელ გამიკეთებია ეს განცხადება, მაგრამ ამ ქვეყანაში ვცხოვრობდი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს და მაქვს შინაგანი რწმენა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული.

მიუხედავად იმისა, რომ მას დანაშაული ჩადენილი აქვს, მჯერა რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ იქნებოდა, მას რომ 2013 წელს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა და დაგვმშვიდობებოდა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, რასაც მას ედავებიან და რითაც პირველმა სასამართლომ ციხეში ჩასვა, ჩემი აზრით ეს ქმედება საერთოდ არ უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი. ერთიც და მეორეც, სხვადასხვა მოტივებით რა საკვირველია, მიმაჩნია არაკანონიერ პატიმრად და ამ ყველაფერს ვხსნი იმით, რომ ქვეყანაში არა პოლიტიკური პროცესი, არამედ ბრძოლა გვაქვს გაჩაღებული“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „დეოლიგარქიზაციის კანონი არ არსებობს, ეს კანონი არის ყველაფერი, დეოლიგარქიზაციის კანონის გარდა“ - გიორგი ვაშაძე

✔️ „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ“ - ლევან იოსელიანი

✔️ ნონა გონიერი ადამიანია და მისი იმედგაცრუება „ნაციონალური მოძრაობით“ ჩემთვის სრულად გასაგებია - იაგო ხვიჩია

✔️ „ხელისუფლება ნიკა გვარამიას პატიმრობას არ დათმობს“ - თინა ხიდაშელი

✔️ „გონივრულ ვადაში თუ არ გაათავისუფლებენ გიორგი მამალაძეს, უკიდურესი ზომები იქნება მისაღები“ - პეტრე ცაავა