მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას - ნედ პრაისი

ნედ პრაისი

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ე.წ. აგენტების კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მმართველ გუნდს მოუწოდა, ოფიციალურად უკან გაიწვიოს კანონი, რადგან ის არ შეესაბამება ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებას.

„ძალიან ნათელია, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გარკვევით თქვა, რომ ერთადერთი არჩევანი საქართველოსთვის არის უსაფრთხო და აყვავებული ევროპული მომავალი.

მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უკან გაიწვიოს ეს კანონი, რადგან ის არ შეესაბამება ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებას და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვას. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ერთად იმუშაონ რეფორმებზე, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც ქართველ ხალხს ერთსულოვნად სურს“, - აცხადებს ნედ პრაისი

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 დღეს პლენარული სხდომა გაიმართება