მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მნიშვნელოვანია სანქციების შესაბამისობაში ყოფნა, რადგან ეს აიძულებს პუტინს ომი შეაჩეროს - კელი დეგნანი

კელი დეგნანი

„მნიშვნელოვანია სანქციების შესაბამისობაში ყოფნა, რადგან ეს აიძულებს პუტინს ომი შეაჩეროს“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. 

ამერიკელი დიპლომატის თქმით, ძალიან საშიშია საქართველოში ულტრამემარჯვენე ძალების გააქტიურება, რადგან ეს ის ხალხია, რომლებსაც საქართველოში რუსული სამხედრო ძალების ყოფნა სურთ. 

„ძალიან მნიშვნელოვანია სანქციების შესაბამისობაში ყოფნა. იმიტომ რომ სანქციები ეს არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, რაც აიძულებს პუტინს, რუსეთს შეაჩეროს ეს ომი. რაც შეეხება ულტრამემარჯვენე მოძრაობას, რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებული ვართ ამასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ესენი არიან ჯგუფები, რომლებიც უბიძგებენ და ძალადობისკენ მოუწოდებენ. 

ესენი არიან ისინი, ვისაც სურთ რუსული სამხედრო ბაზები საქართველოში, მაშინ როდესაც ძალიან ბევრი რუსული სამხედრო ბაზაა ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში, ეს არის ხალხი, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების დაყოფას იმისათვის, რომ შეიტანოს დაბნეულობა და რა თქმა უნდა, ეს ძალიან საშიშია საქართველოსთვის“, - აღნიშნა დიპლომატმა Qartli.ge-სთან ინტერვიუში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

მოსკოვი საქართველოს რუსეთისკენ „საეჭვო კოღოების“ გაშვებაში ადანაშაულებს

➖  „დიდი ბრიტანეთი რუსულ გაზზე დამოკიდებული არ უნდა იყოს“ - ბორის ჯონსონი

უკრაინაში 1611 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებას 500 მილიონი ევროთი გაზრდის - შარლ მიშელი

რუსული ძალები ომის დანაშაულს სჩადიან, რუსეთის ადგილი  გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში არ არის - ჯო ბაიდენი

აშშ უკრაინას დიდი მოცულობით სტინგერებს, ჯაველინებს და დრონებს უგზავნის