მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენები, შესაძლოა, ერთ თვეში განახლდეს - დიმიტრი ლორთქიფანიძე

დიმიტრი ლორთქიფანიძე

მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენები, შესაძლოა, ერთ თვეში განახლდეს - ამის შესახებ პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „მთავარ არხთან“ სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. 

მისი თქმით, პირველ ეტაპზე განიხილება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. 

„ძალიან მალე ველოდებით ჩვენ, რომ დანაპირები აღსრულდება. ჩვენ ველოდით, რომ უფრო ადრე მოხდებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო კიდევ გადაიდო და ახლა უკვე ველოდებით. ამასთან დაკავშირებით დსთ-ს საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სათათბირო დეპუტატმა, ბატონმა კალაშნიკოვმაც გააკეთა განცხადება, რომ უკვე იმ მიჯნაზეა საკითხები მიყვანილი, რომ ძალიან  მალე მოხდება ამ საკითხების გადაწყვეტა, ორივე საკითხის ერთად. ეს იქნება უვიზო მიმოსვლა და მას მოჰყვება პირდაპირი ავიამიმოსვლა. გულახდილად რომ გითხრათ, ვვარაუდობ უახლოესი ერთი თვის მანძილზე, ამას რატომ უნდა შეეწინააღმდეგოს მთავრობა“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე. 

შეგახსენებთ, 22 მარტს ლეონიდ კალაშნიკოვმა  განაცხადა, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან.

ამასთან, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ 2022 წელს რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 სააკაშვილის ციხეში დაბრუნება, შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისთვის - ლევან იოსელიანი

👉 შევხვდი დეპუტატებს, ყოფილ ქართველ პოლიტიკოსებს, ყველა მათგანი დაინტერესებულია, რომ ეს საკითხი მოგვარდეს - კალაშნიკოვი ფრენების აღდგენაზე

👉 საქართველო და რუსეთი პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის ზღვარზე არიან - რუსეთის დუმა 

👉 რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს არის პოლიტიკური სუიციდი - რაქვიაშვილი ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტზე