მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში თუ უკრაინა დამარცხდა, სამშობლოს ვკარგავთ“ - თინა ხიდაშელი 

„სააკაშვილი არის ძალადობრივ დანაშაულებში მხილებული ადამიანი“

„იმ შემთხვევაში თუ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა, თუ ომის ახალი ფაზა დაიწყო და უკრაინა დამარცხდა, ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით სამშობლოს ვკარგავთ“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა უკრაინაზე საუბრისას ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. 

თავდაცვის ექსმინისტრი ამბობს, რომ  იმ ტიპის შანტაჟი, როგორიც დღეს პრეზიდენტმა პუტინმა დასავლეთს მოუწყო, არავის ახსოვს. 

სწორედ ამიტომ თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ პრინციპულად სხვა ვითარებაა. 

„რას ვკარგავთ უკრაინაში თუ გართულება მოხდა? იმ შემთხვევაში თუ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა, თუ ომის ახალი ფაზა დაიწყო და უკრაინა დამარცხდა, ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით სამშობლოს ვკარგავთ. ეს იმ ხალხს ეხება აგვისტოს ომის დროს დაკარგულ 108 სოფელს ითვლიდა და მისტიროდა, ახლა 108 სოფელს კი არა საერთოდ ქვეყანას დავკარგავთ, იმიტომ რომ იმ ტიპის შანტაჟი, როგორიც დღეს პრეზიდენტმა პუტინმა დასავლეთს მოუწყო, ჩვენ არ გვინახავს.

ამიტომ ახლა პრინციპულად სხვა ვითარებაა. პრინციპულად სხვა მდგომარეობაა, როდესაც ბანაკები ნათელია და მტერ-მოყვარე ნათელია. სუფთა პრაგმატულად და პრაქტიკულად ვკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას, რომელსაც ჩვენი აქტიურობის შემთხვევაში, ვაშინგტონიდან აუცილებლად მივიღებდით უკრაინასთან ერთად, არა იმ რაოდენობით როგორც უკრაინა, მაგრამ აუცილებლად მივიღებდით. ეს კი სასიცოცხლოდ გვჭირდება და უკიდურესი აუცილებლობა გვაქვს და არანაირი შანსი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  რუსეთმა დონბასელ სეპარატისტებს ტანკები, დრონები და იარაღი გაუგზავნა - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

🔴 „ბელარუსში რუსეთის ძალების კონცენტრაცია საკმარისი არ არის შეტევითი ოპერაციის განსახორციელებლად“ - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

🔴 „რუსეთის პრეზიდენტი შესაძლოა, მზად იყოს უკრაინაში შეჭრისთვის“ - ოლაფ შოლცი