მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსგავსი განცხადებები კონსოლიდაციას ხელს არ უწყობს - დეკანოიძე ხაბეიშვილს

პოლიტიკოსი

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მიერ დაორგანიზებული 9 აპრილის აქცია მაინც და მაინც წარმატებული არ იყო.

მისი თქმით, „ენმ“-ს თავმჯდომარის ბრალდებები ოპოზიციის მიმართ კონსოლიდაციას ხელს არ შეუწყობს.

„სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არ უწყობს ხელს კონსოლიდაციას. თუ არ მიდიხარ კონკრეტული პარტიის აქციაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცნაირად, ასეთი შეფასებები გაკეთდეს. არ ვყოფილვარ აქციაზე, მაგრამ რაც ვნახეთ, გაცილებით უფრო დიდი რაოდენობის მობილიზაციას ველოდებოდი სამი კვირით ადრე მომზადების პირობებში“, - აცხადებს ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, „ენმ“-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციაში წმენდის დაწყებას ითხოვს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 აშშ-ში წასვლის სურვილი არასდროს მქონია, თუშეთში არ ვარ ნამყოფი და მინდა წავიდე - დიმიტრი გვრიტიშვილი

👉 „უნდა გავათავისუფლოთ გვარამია და სააკაშვილი იმისთვის, რომ წავიდეთ წინ ევროპული განვითარებისკენ“ - ვაშაძე

👉 „უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს ციხეში არ აწამებდნენ“ - მარგველაშვილი

👉 სანქციები დარტყმა არ არის, ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულოთ - მშვიდად ვართ ყველა - ბადრი შონია