მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა გვარამია არის სუპერ პოლიტიკური პატიმარი“ - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერ

„ნიკა გვარამია არის სუპერ პოლიტიკური პატიმარი, ცივილიზებულ სამყაროში მედიამენეჯერებს არ იჭერენ“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. 

ნათელაშვილის განცხადებით, ფულზე აცუნდრუკება პოლიტიკაში დიდი ტრაგედიით და უბედურებით მთავრდება. 

„დღეს მივიღეთ ის, რაც ვთქვი 10 წლის წინ. ფულზე აცუნდრუკება და ამის მიხედვით არჩევანის გაკეთება პოლიტიკაში მთავრდება დიდი ტრაგედიით, უბედურებით, ადამიანების ტრაგედიით, სახელმწიფოს დაკარგვით, ქვეყნის დაცლით, დემოკრატიის არარსებობით და არჩევანის უფლების წართმევით. როცა ვერცხლის მიხედვით გავაკეთებთ არჩევანს და იმის მიხედვით მივცემთ უპირატესობას პოლიტიკურ ძალად გამოცხადებულ ოლიგარქებს, იქ ისტორიის განვითარება მთავრდება და იწყება უკვე კრიმინალური ქრონიკა. ჩვენ თვითონ უნდა გამოვასწოროთ ის, რაც გამოსასწორებელია“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი„მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია არის სუპერ პოლიტიკური პატიმარი.

„ერთადერთი სახელმწიფოა დედამიწის ზურგზე საქართველო, სადაც მასმედიის მენეჯერი ზის ციხეში, იმის გამო რომ კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ. ნიკა გვარამია არის სუპერ პოლიტიკური პატიმარი, სწორედ ამის გამო მოხდა ივანიშვილის დასანქცირების დაჩქარება. ცივილიზებულ სამყაროში მედიამენეჯერებს არ იჭერენ“, - დასძენს „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი.

ინფორმაციისთვის, „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია დააპატიმრეს. 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

გარდა ამისა, გვარამიას  ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.