მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

პაპუაშვილი: ლიბერალიზმი აბსოლუტურად გამოშიგნეს თავისი შინაარსისგან, დღეს ლიბერალიზმი არის სიმბოლო ადამიანის უფლებების შელახვისა - აბსოლუტური ანტიპოდი იმისა, როგორც ეს ესმოდათ მის ფუძემდებლებს

შალვა პაპუაშვილი

სრულად ვიზიარებ, რომ ლიბერალიზმი აბსოლუტურად გამოშიგნეს თავისი შინაარსისგან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპაში თანამედროვე ლიბერალური მიდგომების შესახებ საუბრისას.

პაპუაშვილის თქმით, დღეს ლიბერალიზმი ადამიანის უფლებების შელახვის სიმბოლოა და სრულიად ანტიპოდია იმისა, როგორც ეს მის ფუძემდებლებს ესმოდათ.

„დღეს ლიბერალიზმი არის სიმბოლო ადამიანის უფლებების შელახვისა, ადამიანის გაჩუმებისა, ადამიანის გაუქმებისა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, თუ დისკუსიიდან. ლიბერალიზმი არის აბსოლუტური ანტიპოდი იმისა, როგორც ეს ესმოდათ მის ფუძემდებლებს, როგორც ეს ესმოდათ თუნდაც, საქართველოში მეოცე საუკუნის დასაწყისში ლიბერალებს. აბსოლუტურად სხვა არის - ეს არის უბრალოდ ფუტლარი, სახელი, რომლის შიგნითაც სინამდვილეში არის ტერორი, ძალადობა, ზეწოლა, სხვების გაჩუმება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.