მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტმა ე.წ. აგენტების კანონპროექტი ჩააგდო

ს საბჭოს წევრები აირჩია

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი  ჩააგდო. 

კანონპროექტს მეორე მოსმენის დროს მხოლოდ 1 მომხრე და 35 მოწინააღმდეგე აღმოაჩნდა. სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.

მმართველმა გუნდმა ე.წ. აგენტების კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო. 

მმართველის ძალის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი გამოეხმაურა და თქვა, „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გარკვევით თქვა, რომ ერთადერთი არჩევანი საქართველოსთვის არის უსაფრთხო და აყვავებული ევროპული მომავალი“. 

ამასთან, გარდა ნედ პრაისისა, მიღებულ გადაწყვეტილებას ჰელსინკის კომისიაც გამოეხმაურა და მისასალმებელი ნაბიჯი უწოდა.