მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე“ - ნონა მამულაშვილი ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებაზე

ნონა მამულაშვილი, ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნონა მამულაშვილი პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს.

👉 „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

მამულაშვილი აღნიშნავს, რომ ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე.

„ვულოცავ ლევანს გამარჯვებას!

დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა...

ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის, რომ დიდ სურათში - ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე.

მინდა, მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე“, - წერს მამულაშვილი.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52, 58% აიღო.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა, ახლა ზურა ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას დეკორაციებად მიმაგრების დრო დადგა - თამარ ჩერგოლეიშვილი ხაბეიშვილზე