მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის კადრების გავრცელება იყო უღირსობა, პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფოც დააზიანეთ“ - ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს

ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომაზე პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შეყვანის კადრების გავრცელებას გამოეხმაურა. 

ელისაშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა და ქვეყანაში არსებული ვითარების გამოსწორებისკენ მოუწოდა. 

„ძალიან დიდი უპირატესობა გქონდათ „ქართულ ოცნებას“, როცა ადამიანებს ექცეოდით ადამიანურად, მით უმეტეს ციხეში, მაგრამ იმ კადრების გავრცელება ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, იყო შეურაცხყოფა. მე სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება არ შემიცვლია, სამარცხვინოა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი არაჟნის ყუთებით იპარება და შეურაცხყოფას აყენებს თავის ქვეყანას, მაგრამ ამის გათვალისწინებით ის კადრები, რაც ვნახეთ იყო უღირსობა და ის უპირატესობა, რაც გქონდათ თქვენ დაკარგეთ. პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფოც დააზიანეთ.

4 ლარია ლამის ბენზინი, პური, ყველაზე უგემური რომ არის, დაჭრილი, გაორმაგდა იმის ფასი. მიხედეთ ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანას. შთაბეჭდილება მექნება, რომ მოგწონთ ეს ვითარება, რაც შექმნილია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ამ კადრებზე ასახულია არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შემლახავი მოქმედება სააკაშვილის მიმართ“ - დიმიტრი საძაგლიშვილი

„საღოლ მიშას! ამ კადრებით მხოლოდ ის დადასტურდა, რომ ის „დუხზეა“ და თავს არ ხრის“ - გიგი უგულავა

 პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შეყვანის კადრებს ავრცელებს