მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

საქართველოში აშშ-ის საელჩო აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს საქართველოში რუსეთის შეჭრიდან ჩვიდმეტი წელი გავიდა. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ომის მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ, ვინც სიცოცხლე ბრძოლაში დაკარგეს. ჩვენ ვხედავთ, როგორ სათუთად ინახავს მათი გმირობის ხსოვნას ქართველი ხალხი. სოლიდარობას გიცხადებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.