მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა. 

„მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკასენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველომ კი ბელარუსის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში  ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

✔️ ლუკაშენკო აფხაზეთში ჩავიდა

✔️ რუსეთიდან წასულების სიები დგება - ვიაჩესლავ ვოლოდინი