მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილმა ევროპული ქვეყნების ლიდერებს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2020 წელი

საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მხარდაჭერის მიზნით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული ქვეყნების ლიდერებს მიმართა. 

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა პოლონეთის პრეზიდენტს: საქართველოსა და პოლონეთს აქვთ საერთო ტრაგიკული წარსული, ოკუპაცია, ევროპული ოჯახიდან მოწყვეტის წარსული. ამ დროს, როგორც ყოველთვის, იმედი გვაქვს პოლონეთის მხარდაჭერის, სოლიდარობის, ძმობის, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს გზას ევროპისკენ.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ხორვატიის პრეზიდენტს: როგორც ქვეყანამ, რომელმაც ახლახან გაიარა გზა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, თქვენ უკეთ იცით ამ ინტეგრაციის ფასი და ღირებულება. ჩვენ ველოდებით ისტორიულ და ეგზისტენციალურ გადაწყვეტილებას.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ბელგიის პრემიერ-მინისტრს: როგორც ისტორიული ქვეყანა ევროკავშირისთვის, როგორც პატარა ქვეყანა, რომელმაც იცის საზოგადოების ნაწილის მნიშვნელობა, ჩვენ ვითხოვთ თქვენს მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან, ისტორიულ ეტაპზე.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა გერმანიის პრეზიდენტს: გერმანიამ თავისი ისტორიიდან იცის, რომ კედლები ევროპელებს ერთმანეთისგან არ უნდა ყოფდეს. ჩვენ დღეს თქვენი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პარტნიორისა და მეგობრის, იმედი გვაქვს, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში დაეხმარებით საქართველოს.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა დანიის პრემიერ-მინისტრს: ვინაიდან ჩვენ ველით ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპულ მომავალზე, მინდა გავიხსენო, რომ ეს ჩვენი ხალხის ნებაა. ასე რომ, მიუხედავად საბჭოთა ოკუპაციისა, ჩვენი დამოუკიდებლობის მომენტიდან საქართველოს მოსახლეობის 80% ქვეყნის ევროპულ მომავალს მხარს უჭერს. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. 

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა საფრანგეთის პრეზიდენტს: საქართველო ევროპისგან საბჭოთა 70-წლიანმა ოკუპაციამ გამოყო. თუმცა, მას არასოდეს შეუწყვეტია ამ გზის ხელახლა გავლა, წინსვლა დემოკრატიისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ირლანდიის პრეზიდენტს: საქართველომ იცის იმ მხარდაჭერის ღირებულება, რომელიც ირლანდიამ გამოუყო საქართველოს ევროპულ ძიებაში. დღეს ჩვენ უფრო მეტად ვაფასებთ ევროპის მეორე ბოლოში მყოფი ირლანდიელი ხალხის მხარდაჭერას. ვიცით, რომ მხარს გვიჭერთ.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა შვედეთის პრემიერ-მინისტრს: საქართველო მადლობას უხდის შვედეთს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის გზით გზა გაგვიხსნა ევროპული პერსპექტივისკენ. ქართველ ხალხს ეს ევროპული მომავალი უნდა. ჩვენი ამ ოჯახის რეინტეგრაციის დროს დადგა.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს: დამოუკიდებლობის დღიდან 30 წელია, საქართველო იბრძვის იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად გვაქცევს. თქვენი გადაწყვეტილება ისტორიული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა იტალიის პრეზიდენტს: მჯერა, რომ ევროპის მომავლის განსაზღვრისას იტალია საქართველოს გვერდით იქნება.