მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამარცხვინო ადამიანი ხარ, ბოდიში უნდა მოუხადო საკუთარ ოჯახსა და შვილებს, რადგან ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედი“ - სამადაშვილი ღარიბაშვილს

სალომე სამადაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი

„როგორც გაფუჭებული საათი აჩვენებს ხანდახან სწორ დროს, ისე ამ სამარცხვინო კაცმა, რომელსაც, სამწუხაროდ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჰქვია, ერთი სწორი რამე თქვა - რომ ქვეყნის მტრობაა ქვეყნის ევროპული დღის წესრიგისთვის ხელის შეშლა“, - ამ სიტყვებით „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. 

„ეს თუ ასეა, თქვენ რატომ გქვიათ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, უმრავლესობაში რატომ სხედხართ? თქვენი დამსახურებით და ქვეყნის მტრობით დღეს ამ ქვეყანას არ აქვს კანდიდატის სტატუსი. Mea Culpa-თი რატომ არ დაიწყეთ თქვენი გამოსვლა? „დამნაშავე ვარ“-ს ნიშნავს ეს სიტყვა ლათინურად და დამნაშავე ხართ თქვენ, ბატონო პრემიერო. სამარცხვინო ადამიანი ხარ, უნდა დაიწყო ყველა გამოსვლა იმით, რომ დამნაშავე ხარ, ბოდიში უნდა მოუხადო საკუთარ ოჯახსა და შვილებს, რადგან ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედი. თქვენი ტყუილების არავის აღარ სჯერა ამ ქვეყანაში ბატონო ღარიბაშვილო“, - უთხრა სალომე სამადაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „განურჩევლად იმისა, ვინ არის, მართლმსაჯულების წინაშე ყველა უნდა წარდგეს“ - ბერბოკი სააკაშვილის, გვარამიას და კეზერაშვილის საქმეებზე დასრმულ კითვაზე

🔴 „გვინდა, საქართველო ევროკავშირში ვიხილოთ, ქართველები მას გაამდიდრებენ, ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე“ - ბერბოკი

🔴 „ქართული ოცნების“ 5 დეპუტატს პარლამენტის მანდატი შეუწყდა