მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

შალვა პაპუაშვილი: როგორ შეიძლება, მოღალატე, მარიონეტი მმართველი რაიმე კავშირში იყოს ქართველ გმირებთან? - სააკაშვილი მოღალატე იყო და მოღალატედ დარჩება ჩვენს ისტორიაში

პარლამენტის თავმჯდომარე

„როგორ შეიძლება, მოღალატე, მარიონეტი მმართველი რაიმე კავშირში იყოს ქართველ გმირებთან? სააკაშვილი მოღალატე იყო და მოღალატედ დარჩება ჩვენს ისტორიაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.

პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - „თქვენ ამბობთ, რომ 2008 წელს სააკაშვილმა უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მაშინ რა გამოდის, ეს ხალხი, რომელთა საფლავებთანაც ახლა თქვენ დგახართ, სააკაშვილის თანამონაწილე იყო ამ ღალატის საქმეში?“

„რა კავშირშია სააკაშვილი ამ ხალხთან? როგორ შეიძლება, მოღალატე, მარიონეტი მმართველი რაიმე კავშირში იყოს ქართველ გმირებთან? - არანაირ კავშირში ის არ არის არც ამ გმირებთან, არც ჩვენს ქვეყანასთან, არც ჩვენს წარსულთან და მომავალთან. მოღალატე იყო და მოღალატედ დარჩება ჩვენს ისტორიაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.