მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სიტუაცია მძიმეა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი - მასიმო დანჯელო

სააკასვილისდ ამერიკელი ადვოკატი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი მასიმო დანჯელო „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. 

ამერიკელი ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და საჭიროა სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა. 

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანზე, ვინც ქვეყანას იდენტურობა მისცა, რომელმაც წარმოუდგენელი  ცვლილებები შემოიტანა საქართველოში, რომელიც ეცადა ქვეყნის დასავლეთის რელსებზე გადაყვანას. იგი გახლავთ პოლიტიკური პატიმარი. იგი ციხეშია და მას სჭირდება  სიცოცხლის გადამრჩენი მკურნალობა. ოქტომბრის დასაწყისში ვეწვიე და საკუთარი თვალით ვნახე.

ექიმებისგან შექმნილი გუნდი, ამტკიცებს, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობას. მას არამხოლოდ აწამებდნენ, არამხოლოდ მოწამლული იყო, არამედ აძლევენ ისეთ მედიკამენტებს, რომელიც მის მდგომარეობას ართულებს.

სიტუაცია მძიმეა. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, გვინდა მოვისმინოთ ხმები და იმედი გვაქვს, რომ ეს ხმები იქნება გაჟღერებული და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იქნება გადარჩენილი“, - აცხადებს მესამე პრეზიდენტის ამერიკელი ადვოკატი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „რა სჭირს სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ აუცილებელია სასჯელის გადავადება, ადამიანს არ მოსწონს ციხეში ჯდომა“ - ბექა დავითულიანი

✔️ „სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი, ადამიანი, რომელმაც შექმნა უბედურება ქვეყანაში“ - კახა კალაძე

✔️ პუტინი დამპირდა, რომ მომკლავდა, ციხეში გამიშვეს, ვკვდები, ცოტა დრო დამრჩა - სააკაშვილის წერილი ემანუელ მაკრონს

✔️ გამოდით ოთახებიდან, ხაშურში ვარ, პარტიის მხარდამჭერებს ვხვდები - მინდა ნუგზარ წიკლაურს ვკითხო, ოდესმე ნიკა მელია თუ შეხვედრია ამ ხალხს? - ლევან ხაბეიშვილი

✔️ რანაირად უნდა გამოუშვან, ციხეს შეანგრევენ, გაანგრევენ და გამოიყვანენ, თუ რა? ობიექტურად თუ გვინდა, შევხედოთ, სააკაშვილს არ გამოუშვებენ - ალეკო ელისაშვილი