მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

პოლიტიკოსები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ. 

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდის ლიდერებმა აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღეს, რომ პოლიტიკური ფაქტების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციის ნაკლებობა აქვს და მათი თქმით, მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს.

„სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს. ამის მიზეზი ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რასთან დაკავშირებითაც წინა წლის განმავლობაშიც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორედ ასეთი დასკვნები გააკეთეს. 

მათ მიაჩნიათ, რომ კულისებიდან პოლიტიკური ფაქტების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ამ თემაზე იყო კამათი, დისკუსია და გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, სამი დეპუტატის გასვლის შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნებაში“ 81 დეპუტატი რჩება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის ფორმირებისთვის საჭიროა პარლამენტის 76 წევრის მხარდაჭერა.

ამავე თემაზე:

სოზარ სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

„ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო“ - დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნებიდან“ წასვლაზე