მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სპეცრაზმისა და მომიტინგეების დაპირისპირებაში, ევროპა იყო სპეცრაზმის მხარეს - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

მმართველი გუნდის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირებაში ევროპა სპეცრაზმის მხარეს იყოს. 

კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ გასულ კვირაში კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჰუმანური სახე. 

მმართველი გუნდის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამის კიდევ ერთი გამოხატულება იყო კანონპროექტის გაწვევა

„გასულ კვირაში, სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირებაში ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცველებს, პირადად შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ამისათვის.

ხელისუფლებამ გასულ კვირაში კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჰუმანური სახე. ამის კიდევ ერთი გამოხატულება იყო კანონპროექტის გაწვევა იმ დროს, როდესაც სამართალდამცავ სტრუქტურებს მოძალადე ოპოზიციური დაჯგუფებების მიმართ სრული ძალისმიერი და მორალური უპირატესობა ჰქონდათ.

ხელისუფლებისა და ნაცმოძრაობის ურთიერთდაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გათამაშდა „კავკასიური ცარცის წრე“. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ ნაცმოძრაობა „ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა“, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდით ვერცერთი ადამიანის, ვერცერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობას და მით უმეტეს, სიცოცხლეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი უმძიმესი პროვოკაციაც კი იყო მოსალოდნელი“, - აცხადებს კობახიძე. 

ამავე თემაზე: 

🔴 ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა - კობახიძე „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე