მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესი შეიძლება იქნეს მიღწეული რიგგარეშე არჩევნების გარეშე - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიამიტობაა, თუკი ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესი შეიძლება იქნეს მიღწეული რიგგარეშე არჩევნების ან გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის გარეშე.

სააკაშვილის თქმით, ახლა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა სწორედ რიგგარეშე არჩევნებიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანა.

ამასთან, სააკაშვილი ამბობს, რომ არ გეგმავს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, მაგრამ საჭიროა გამოსავლის პოვნა. 

„ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესი შეიძლება იქნეს მიღწეული რიგგარეშე არჩევნების გარეშე ან გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის გარეშე. ყოველი დღე რუსების ყოფნისა საპარლამენტო უმრავლესობაში, ძალიან საშიშია საქართველოსთვის.

პოლიტიკოსებს სჭირდებათ მეტი რწმენა საკუთარ თავში და ხალხის გამარჯვებაში. ახლა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა სწორედ რიგგარეშე არჩევნებიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანა. მთლიანად ვიზიარებ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას.

ყველას გვჭირდება დიალოგი და მოსმენა, ურთიერთშეთანხმება. ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობა პირდაპირ მიგვანიშნებდა, რომ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გადარჩენა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან სახიფათო გეოპოლიტიკურ გარემოში ვიმყოფებით.

ამიტომ, მოწინააღმდეგეზე უფრო ორგანიზებული, მოქნილი უნდა ვიყოთ და ხალხმა ხელიდან არ უნდა გაუშვას ინიციატივა. ვინაიდან არ ვგეგმავ ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, რომ ვფლობ ზუსტ რეცეპტს, მაგრამ ახლა პოლიტიკური მიმოხილვების დრო ნამდვილად არაა - ყველა მუდმივად უნდა ვეძებდეთ გამოსავალს და იმაზე მალე ვიპოვით, ვიდრე გვგონია.

აუცილებლად გვჭირდება საკოორდინაციო საბჭო. გვახსოვდეს ყველას, რომ ოლიგარქმა აირჩია წაგებული ბანაკი რუსეთის სახით და ესეც ამყარებს ხალხის პოზიციებს და აჩქარებს მის გამარჯვებას“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 სანდუ: 2030 წელს მოლდოვა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს

👉 საფრანგეთში საპენსიო რეფორმის გამო საპროტესტო აქციაზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

👉 სექსუალურ ქცევაზე დაყოლიების ნიშნები 11 წლამდე ასაკის ბავშვებში - ფსიქოლოგ მაია ცირამუას განმარტება

👉 „ოდნავ მაინც რომ ეკივლა იმ ბავშვს, მე აუცილებლად გავიგებდი“ - 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები

👉 სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს - ლევან იოსელიანი დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე