მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკვე შემდგარი ფაქტია - ივანიშვილი დასავლეთს ჩვენი ქვეყნის მომავლით ევაჭრება, აი, ასე, საქართველო ჩაწოლილი საქონელივით გამოდო დახლზე და ვაჭრობს“ - ნიკა მელია

პოლიტიკოსი ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ივანიშვილმა აღიარა, რომ 21 მარტს აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

„ომში რომ არ ჩაგრთეთ, ეგ დიდი ფული დამიჯდა, მაგის გამო დიდი მილიონები დავკარგე, თან ეგ ფული თქვენზე უნდა დამეხარჯაო.

დაადასტურა დეგნანთან შეხვედრა და სიტყვა არ დაძრა იმ ბრალდებებზე, რომელსაც მისი ხელის ბიჭები უყენებენ აშშ-ის ელჩს და ვაშინგტონს, არ გაემიჯნა იმ ბრალდებებს, რითაც აღიარა, რომ თავადაა ავტორიც და დირიჟორიც იმ ბინძური სიმფონიის, რომელსაც მისი ხელქვეითების ორკესტრი ასრულებს დასავლეთის წინააღმდეგ.
უკვე შემდგარი ფაქტია - ივანიშვილი დასავლეთს ჩვენი ქვეყნის მომავლით ევაჭრება. აი, ასე, საქართველო ჩაწოლილი საქონელივით გამოდო დახლზე და ვაჭრობს!

ფაქტიც სახეზეა და პოლარიზაციაც. ჩვენ დასავლეთი გვინდა, ის დასავლეთი, რომელსაც ოლიგარქი ივანიშვილი უკვე ღიად უპირისპირდება და მიგვათრევს იმპერიის ორღობეებში. ამ ვითარებაში და ამ ძალასთან შეუძლებელია დეპოლარიზაცია.

მაინც რა უნდა დავთმოთ პოლარიზაციის განსამუხტად - ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი? და რისთვის? ოლიგარქის მილიარდებს რომ ერთი თეთრი არ მოაკლდეს?!

ტრიუკი აღარ გაუვა. მის ქონებას, ერთი თეთრი კი არა, მილიარდებიც დააკლდება და საქართველოც გააგრძელებს სვლას, წინ ევროპისკენ“, - წერს მელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 27 ივლისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ნამდვილად შეხვდა.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „კელი დეგნანი უამრავ ადამიანს ხვდება, მათ შორის მეც, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ვინმე არაფორმალური მმართველია“ - დავით უსუფაშვილი ივანიშვილის განცხადებაზე

👉 „ეს წერილი გახლავთ ამერიკის მიმართ შანტაჟი, მე თუ დავსანქცირდები, მოვაღებ პირს და ვიტყვი, რომ თქვენი ელჩი მაიძულებდა, ომი დამეწყო რუსეთისათვის“ - შალვა ნათელაშვილი ივანიშვილის განცხადებაზე

👉 „ბიძინა მთავარს ვერ აცნობიერებს, ისტორიამ მას დააკისრა პროცესებზე პასუხისმგებლობა“ - გია ხუხაშვილი

👉 „ალტერნატიული პროცესი სწორი არ არის, მაგრამ ვაშაძის ჭკუაზე რომ გაივლი, ასე მოხდება“ - იაგო ხვიჩია

👉 „თურმე კითხვა არ დავსვათ, რადგან ელჩია, ეს არის მიუღებელი“ - ირაკლი ზარქუა კელი დეგნანზე