მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვილი პაჭკორია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შარლ მიშელსა და რობერტა მეცოლას მიმართავს

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - Pia.ge

საქართველოს კლინიკების ასოციაციის დამფუძნებელი, ვილი პაჭკორია, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას მიმართავს.

პაჭკორია მიშელსა და მეცოლას სთხოვს, გახდნენ გარანტორები სააკაშვილისთვის, რომ ის გადაიყვანონ ევროპის ან ამერიკის მაღალკვალიფიციურ კლინიკაში სამკურნალოდ და სარეაბილიტაციოდ.

„საქართველოს სახალხო დამცველის და სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნების თანახმად: პატიმრობაში მყოფ საქართველოს ექსპრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს, დაუდგინდა 14 სხვადასხვა დაავადების დიაგნოზი, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დიდია რისკი ჩამოყალიბდეს კორსაკოვის სინდრომი, რაც გამოიწვევს პაციენტის სამუდამო ინვალიდიზაციას.

არსებული მდგომარეობის შეფასებისა და ანალიზის შედეგად, ჩნდება რეალური საშიშროება, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მხრივ განვითარდეს შეუქცევადი პროცესები, მის ორგანიზმში ხანგრძლივი დროით მოცირკულირე ენდოტოქსინების გამო, მაღალია კანცეროგენეზის რისკი. ფსიქოლოგიური სტრესითა და პოლიორგანული ფუნქციის დარღვევით გართულებული პაციენტის საქართველოში მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია, შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების სიმწირის გამო. მისი, სრულფასოვანი მკურნალობა და რეაბილიტაცია შესაძლებელია, მხოლოდ საზღვარგარეთ.
საქართველოს ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და მატულობს პაციენტის სიცოცხლისათვის საშიში რისკები.

გთხოვთ, გახდეთ გარანტორი, მასზედ, რომ იგი თქვენი პოლიტიკური თავდებობის ქვეშ, ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანილი იქნეს ევროპის ან ამერიკის მაღალკვალიფიციურ კლინიკაში სამკურნალოდ და სარეაბილიტაციოდ“, - ვკითხულობთ მიმართვაში“, - ვკითხულობთ მიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ჩემი შვილი დღეს არ არის საქართველოს მოქალაქე, ის უკრაინის მოქალაქეა და ალბათ, უნდა დაუბრუნდეს იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის“ - გიული ალასანია

👉 „მესამეჯერ როცა გეშლება, ეს იმის ნიშანია, რომ გსიამოვნებს, როცა გატყუებენ“ - პაატა მანჯგალაძე

👉 „რომ ვფიქრობდე, რომ აქ არის პრორუსი მმართველი ძალა, პარლამენტში საერთოდ არ გავჩერდებოდი“ - ლევან იოსელიანი

👉 „არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ადამიანი, რომელიც ამ ჯანმრთელობის მდგომარეობის ქვეშაა, არ ფიქრობდეს და ვერ ფიქრობდეს პოლიტიკაზე“ - ნიკა მელია სააკაშვილზე

👉 „მისი სიცოცხლე საფრთხეშია და ამიტომ მას არ ეპოლიტიკება“ - ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილზე