გაგრის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ, 1992 წლის ოქტომბერში, გაგრაში განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა. რამდენიმე დღეში კი, 5 ოქტომბერს სეპარატისტებმა და რუსმა „ბოევიკებმა“ განთიადი და ლესელიძე აიღეს და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე ტერიტორია დაიკავეს. გაგრის აღების შემდეგ, აფხაზი სეპარატისტები ქალაქში დარჩენილ ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ.